დიდი ალბათობით, ფლორენციიის “ფიორენტინას” ნახევარმცველი ხუან კუადრარდო კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში განაგრძობს. ბრიტანული მედიის ცნობით, 25 წლის კოლუმბიელის შეძენასთან ყველაზე ახლოს “ლივერპული”.
აღსანიშნავია, რომ “ფიორენტინასთან” ერთად, კუადრადოს სატრანსფერო უფლებებს “უდინეზეც” ფლობს. საერთო ჯამში, სამხრეთამერიკელის შესაძენად “ლივერპულს” 20 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევს.
ცნობისათვის, მერსისაიდელთა გარდა, კუადრადოს შეძენა “არსენალს”, “ტოტენჰემს” და “მანჩესტერ იუნაიტედსაც” სურთ.