ინტერვიუები

12:10 | 28.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

კრუიფი: “თუ გვარდიოლა წავა, იგი ვან ბასტენმა უნდა შეცვალოს”

“ბარსელონას” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იოჰან კრუიფმა, La Gazzetta dello Sport-ს უთხრა, რომ არ გაუკვირდება, თუკი ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, კატალონიური კლუბის დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლა თანამდებობას დატოვებს. ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა, ახალი მწვრთნელის სასურველი კანდიდატურაც პირდაპირ დაასახელა.
“გვარდიოლამ ბოლო წლებში უმძიმესი შრომა გასწია. რაც მთავარია, ნაყოფიერად იმუშავა და არ გამიკვირდება, თუ “მანჩესტერ იუნაიტედთან” შეხვედრის შემდეგ წასვლას გადაწყვეტს. ოღონდ, ამას რომ ვამბობ, თამაშის შედეგს არ ვგულისხმობ. თუკი იგი მართლაც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, მაშინ ვფიქრობ, მისი საქმის ღირსეულად გადაბარება და გაგრძელება მარკო ვან ბასტენს ძალუძს”, – განაცხადა იოჰან კრუიფმა.

 

0.115911