ლეგენდარული ფეხბურთელის, იოჰან კრუიფის განცხადებით, მსოფლიო ჩემპიონატზე შესაძლო შეხვედრისას ბრაზილია ჰოლანდიის ნაკრებს თამაშს არ დაანებებს.
"მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლა კარგი მიღწევა იქნება. ნარინჯისფერებს ტურნირის ფავორიტთა შორის არ მოიხსენიებენ. ამავდროულად, დღეს რთულია მომავალ მუნდიალზე ნაკრებების შესაძლებლობებზე საუბარი. კონფედერაციის თასზე ბრაზილიელების თამაშს ვუყურე და თუ ასე გააგრძელეს, შესაძლო შეხვედრისას ისინი ჰოლანდიას აუცილებლად მოუგებენ. თუ ჩვენ სათამაშო სტილს შევინარჩუნებთ, მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება მათთან გამარჯვების შანსი". _ აღნიშნა RTL Late Night-თან საუბრისას კრუიფმა.
როგორც ჩანს, ლეგენდარული ფეხბურთელი ნარინჯისფერთა თამაშით უკმაყოფილოა და მათ კრიტიკას ღიადაც არ ერიდება.
გიორგი ბალახაძე