კალათბურთი

0:40 | 16.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კრსტიჩი ნაკრებს დაემშვიდობა

სერბეთის საკალათბურთო ნაკრების ცენტრმა ნენად კრსტიჩმა ეროვნულ გუნდში კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. “მორჩა. ეს ნაკრებში ჩემი ბოლო მატჩი იყო”, - აღნიშნა ნენადმა მას შემდეგ, რაც სერბეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში აშშ-ს ეროვნულ გუნდთან 92:129 განადგურდა. 31 წლის კრსტიჩმა ნაკრებში თამაში 2004 წელს დაიწყო და 2009 წელს ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანი გახდა, რასაც მუნდიალის მე-2 ადგილიც შემატა.

0.113895