ფეხბურთი

18:25 | 18.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

კროოსი ყაზახეთთან პირველ თამაშს გამოტოვებს

გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი ტონი კროოსი ეროვნულ გუნდს ყაზახეთთან გასამართ პირველ მატჩში ვერ დაეხმარება. ამის მიზეზი ფეხბურთელის ტრავმაა.

გერმანული პრესის ცნობით, მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველს მუხლი აქვს დაზიანებული, რის გამოც, მან “ლევერკუზენთან” გამართული შეხვედრა გამოტოვა. იყო მოლოდინი, რომ 23 წლის ფეხბურთელი 22 მარტს, გერმანიასა და ყაზახეთს შორის გასამართი დაპირისპირებისთვის გამოჯანმრთელებას მოახერხებდა, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ იოახიმ ლიოვმა გარისკვა არ ისურვა და კროოსს დასვენება გამოუწერა. თუმცა, 26 მარტს, ყაზახეთთან გასამართ განმეორებით მატჩში, კროოსი განაცხადში იქნება.

0.125247