ფეხბურთი

20:20 | 2.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

კროოსი “ბაიერნიდან” წასვლის წინააღმდეგი არაა

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ტონი კროოსი აცხადებს, რომ ის კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ, ანუ 2015 წელს, სხვა კლუბში გადასვლის წინააღმდეგი არაა.

“არ ვამტკიცებ, რომ 2015 წელს კლუბიდან წავალ. ასე არაა. “ბაიერნში” თავს შესანიშნავად ვგრძობ და არ გამოვრიცხავ, რომ მიუნხენში დავრჩე. ამავდროულად, მზად ვარ შემოთავაზებები განვიხილო. ამ ეტაპზე, “ბაიერნის” დატოვებაზე არ ვფიქრობ. მიუნხენურ გუნდს კარგი პერსპექტივა აქვს, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება მომავალში.” – ციტირებს კროოსის სიტყვებს Kicker-ი.

0.134316