თამაშგარე

10:49 | 11.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

კრივი და ამერიკელი ფემინისიტები

მიუხედავად ათასგვარი ქარტეხილებისა, დასავლეთში და განსაკუთრებით აშშ-ი, ქალთა ფემინისტური მოძრაობა ძველებურად ძლიერია და მიუხედავად იმისა, რომ ფემინისტები ხშირად ყოვლად უსაფუძვლო მიზეზების გამო ჯანყდებიან, მათ სიტყვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ერთი კვირის წინ, ამერიკელმა ფემინისტებმა, პროფესიულ კრივში რაუნდთაშორის, მოკლე ქვედაბოლოში ან სულაც საცურაო კოსტიუმში გამოწყობილ ლამაზ გოგონათა რინგზე გავლა-გამოვლა გააპროტესტეს. როგორც იცით, ამ გოგონებს რაუნდის აღმნიშვნელი ფირნიში უჭირავთ ხოლმე ხელში და მათ ცქერას არაფერი სჯობს.
ამერიკელი ფემინისტების აზრით, ქალების ასეთი მიზნით გამოყენება არის მათი სექსუალურ სათამაშოებად გადაქცევის მცდელობა და შესაბამისად, ქალთა უფლებების დარღვევაცაა. ფემინისტები ამბობენ, რომ კრივზე მამაკაცების ნაწილი სწორედ ამ გოგონების სანახავად მიდის და ბევრს სპორტი არც კი აინტერესებს. კრივის მატჩის დროს გოგონების მიმოსვლის გამო ასეთ ამბავს ტეხენ და საინტერესოა, რა დღეში ჩავარდებიან ეს ქალბატონები, “პლეიბოის“ ფოტოსესიებს რომ დაესწრონ.
 

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.135352
სარეკლამო ადგილი - 99
X x X