ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი ალფრედო დი სტეფანო მადრიდის საავადმყოფოში მოათავსეს. ამის მიზეზი გულის გაჩერებაა.
ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, 88 წლის დი სტეფანოს გული მადრიდის ქუჩებში, “სანტიაგო ბერნაბეუს” სტადიონის სიახლოვეს გაუჩერდა. სასწრაფო დახმარების ექიმების ინფორმაციით, დი სტეფანო ამ დგომარეობაში 18 წუთი იყო. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის ამჟამინდელი მდგომარეობა კრიტიკულია.