ვეტერან იტალიელ ფეხურთელს - კრისტიან ვიერის, სანამ პირში სული უდგას და სუნთქვა შეუძლია, ალბათ, მექალთანეობას არასოდეს მოიშლის. დღეს იტალიელებს ქალების გარეშე მცხოვრები “ბობო” უფრო ძნელად წარმოუდგენიათ, ვიდრე უფულო და ხალხზე მზრუნველი სილვიო ბერლუსკონი.
ვიერის მექალთანეობა, როგორც ჩანს, არა მხოლოდ ბულვარული პრესის წარმომადგენლებსა და ზოგადად ჭორების მოყვარულ ადამიანებს ჰყვარებიათ. ჯერ კიდევ იანვარში, ვიერის ერთ-ერთი იტალიური კინოკომპანია დაუკავშირდა და ფილმში გადაღება შესთავაზა. კინოკომპანია, რასაკვირველია, ეროტიკული შინაარსის ფილმების გადაღებაზე არის ორიენტირებული.
”ბობოს” თურმე თავიდან ძალიან გახარებია, როდესაც ფილმში გადაღება შესთავაზეს, მაგრამ როდესაც აუხსნეს, რომ ფილმი ეროტიკული შინაარსის უნდა ყოფილიყო, ვეტერანმა ფეხბურთელმა მოსაფიქრებლად დრო ითხოვა. რეჟისორი ვიერის რამდენიმე დღის წინაც დაუკავშირდა, მაგრამ ვიერიმ საბოლოო უარი თქვა ფილმში მონაწილეობაზე და განაცხადა, რომ ქალების სიყვარული მისი პირადი საქმეა, ხოლო კინოკამერის წინ, ტიტლიკანა ტანტალს არ აპირებს.