თამაშგარე

10:30 | 15.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

კრისტიან ვიერი “ავსულმა“ დაიმორჩილა

სექსუალური სკანდალებით სახელგავარდნილი ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელის, კრისტიან ვიერის უკანასკნელი გატაცება, მოდელი დევილ მელიტა ჭეშმარიტად ამართლებს თავის ფსევდონიმს და “სატანა” თუ არა, “ავსული“ აუცილებლად იქნება...
დევილ მელიტამ თურმე ერთადერთმა შეძლო და მექალთანეობით ცნობილი კრისტიან ვიერი ისე დაიმორჩილა, რომ სამი დღის წინ ამ უკანასკნელს მეგობრებთან ერთად რომში დიდ წვეულებაზე წასვლაზე უარი უთქვამს და სატრფოს კანადაში წაჰყოლია ტუსტუსით...
დევილ მელიტას ნამდვილი სახელი და გვარი არავინ იცის. თუმცა, ის კი ცნობილია, რომ ლამაზმანი წარმოშობით იტალიელია და სახელი თამამი ფოტოსესიებით მოიხვეჭა. ნამდვილ ვინაობას ეს ქალი საგულდაგულოდ მალავს და ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტად ხდის ბუნდოვანს მის პიროვნებას.
 

0.152483