ფეხბურთი

16:57 | 16.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

კრისტიან ერიკსენი ტრავმირებულია

 

ლონდონის “ტოტენჰემის” ახალწვეული კრისტიან ერიკსენი დანიის ეროვნულ ნაკრებში თამაშისას მძიმედ დაშავდა. “ევროსპორტის” ცნობით, 21 წლის დანიელს დაახლოებით თვენახევრის გამოტოვება მოუწევს.

“ერიკსენის ტრავმა სერიოზულია. მის გამოჯანმრთელებას დაახლოებით 6 კვირა დასჭირდება”, - განაცხადა დანიის ეროვნული ნაკრების თავკაცმა მორტენ ოლსენმა.

რამდენადაც ცნობილია, ერიკსენს ტერფის ტრავმა აქვს. ნახევარმცველი ნორვეგიასთან მატჩში (2:1) დაშავდა და პირველსავე ტაიმში, მოედანი იძულებით დატოვა.

0.154148