თამაშგარე

13:55 | 8.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუსგან განსხვავებით, შეიკისთვის პირველობა იოლი საქმეა

ჟურნალ ”ფლეიბოის” ბრიტანულმა გამოცემამ, 2011 წელს, ფეხბურთელთა ყველაზე სექსუალური ცოლები დაასახელა. ჟურნალს ტრადიცია არც ამჯერად დაურღვევია და საუკეთესოების დასახელება ცნობილ ადამიანებს: მსახიობებს, სპორტსმენებს, მომღერლებსა და სამოდელო ბიზნესში დასაქმებულ ხალხს ანდო.
ალბათ, არავისთვის იქნება გასაკვირი ის, რომ ჟურნალ ”ფლეიბოის” პოპულარულ მკითხველთა არჩევანი გასულ წელსაც კრიშტიანუ რონალდუს მშვენიერ გულისსწორზე, ირინა შეიკზე შეჩერდა. ირინამ გამოკითხულთა შორის პირველი ადგილი დიდი უპირატესობით დაიკავა და ხმათა 68% დაიმსახურა. მე-2 ადგილი, შარშან, იტალიის ნაკრების კიპერის, ჯიჯი ბუფონის მეუღლემ, ალიონა სერედოვამ დაიკავა, თუმცა, ამჯერად, ალიონას მე-3 ადგილით მოუწია დაკმაყოფილება.
მე-2 ადგილზე კი, კიდევ ერთი იტალიელი ფეხბურთელის, ფრანჩესკო ტოტის ცოლი, ილარი ბლაზი გავიდა, რომელმაც თავისი სექსუალურობით გამოკითხულთა 12% მოხიბლა. ხუთეულში ასევე მადრიდის “რეალის” ბრაზილიელი ფეხბურთელის, რიკარდო კაკას ცოლი, კაროლინ სელიკო და კატალონიის ბარსელონას მცველის, ხერარდ პიკეს უცნობილესი საყვარელი, მომღერალი შაკირა შევიდნენ.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი ტიპის გამოკითხვებს ჟურნალი ”ფლეიბოი” წელიწადში ორჯერ, იანვრის დასაწყისსა და ზაფხულში ატარებს.
 

0.132433