მადრიდის ”რეალის” პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ შობა-ახალ წელს თავის სამშობლოში, პორტუგალიაში შეხვედრია. რონალდუს თან მისი სატრფო, ირინა შეიკიც ახლდა, რომელსაც ჟოზე მოურინიოს შეგირდი ოფიციალურად უკვე თავის მეუღლედ მოიხსენიებს.
მიუხედავდ იმისა, რომ მთელი ეს დღეები ძორითადად ლისაბონის ფეშენებელურ სასტუმროში ცხოვრობდნენ, კრიშტანუ და ირინა რამდენჯერმე პორტუგალიელი ფეხბურთელის მშობლების ოჯახს და ნათესავებსაც ეწვივნენ. კრიშტიანუ ამბობს, რომ სამშობლოში საკუთარი პატარა სახლი კი აქვს, მაგრამ ის სახლი საერთოდ არ აკმაყოფილებს და გულისსწორთან ერთად, მხოლოდ ახლაღა დაიწყო ფიქრი პორტუგალიაში ახალი, ფეშენებელური ვილის შეძენაზე.
სხვათა შორის, კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიაში წასვლით მადრიდელი თანაგუნდელები გაანაწყენა. ”რეალის” რამდენიმე ფეხბურთელს თურმე ჯერ კიდევ ნოემბერში მოულაპარაკებია, რომ შობა-ახალი წლის დღესასწაულები ერთად გაეტარებინათ. ამ ფეხბურთელებს შორის რონალდუც ყოფილა, თუმცა მან მეგობრებთან დროის ტარებას სატრფოსთან გალაღება არჩია.