ფეხბურთი

16:22 | 3.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ: “ინგლისი მენატრება”

მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ ესპანურ გამოცემებს გაუმხილა, რომ პრემიერლიგაში თამაშის ნოსტალგია აქვს.

“ინგლისური ფეხბურთი ძალიან მენატრება. “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში გატარებული წლები შეიძლება საუკეთესოც იყოს ჩემს კარიერაში, მაგრამ არ მინდა, ისე გაიგოთ, თითქოს ესპანეთში თავს ბედნიერად არ ვგრძნობდე. აქაც ბრწყინვალედ ვგრძნობ თავს”, – განაცხადა კრიშტიანუმ.

 

0.121329