თამაშგარე

10:35 | 15.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ და ნარკოგამსაღებლები

ნარკომანია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და დაუძლეველი სენია და ნარკოგამსაღებლები არაერთ ქვეყანაშიო (მათ შორის საქართველოშიც) ისჯებიან ძალიან მკაცრად და სანიმუშოდ. ამ მხრივ გამონაკლისი არც ბრაზილიაა, სადაც ნარკომანია ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა.

ცოტა ხნის წინ, ბრაზილიის პოლიციამ დააკავა ნარკოგამსაღებლები, რომლებსაც ნარკოტიკული საშუალებების შეფუთვაზე არც მეტი, არც ნაკლები, პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს ფოტოები ჰქონდათ დაკრული და ყუთების შიგთავსი ენერგიის აღმდგენ პრეპარატებად იყო გაფორმებული.

ნარკოდილერები ამბობენ, რომ რონალდუ მთელს მსოფლიოში პოპულარული ფეხბურთელია და მისი სიფათის გამოყენება მათ ავ საქმიანობაში ძალიან კარგად წაადგებოდათ. თუმცა, რატომ აირჩიეს მაინცა და მაინც რონალდუ და არა რომელიმე ბრაზილიელი ფეხბურთელი - ეს არ დაუკონკრეტებიათ.

0.16698