ნბა-ს ვარსკვლავი კრის ჰამფრიზი ამტკიცებს, რომ მის გარშემო აგორებული ჭორები ჰერპესის შესახებ, შეთხზული სისულელეა და რომ მას ექიმის დასკვნაც აქვს დასამტკიცებლად.
მან უკვე შეავსო საჩივარი კაილა გოლდბერგის წინააღმდეგ, რათა აღსრულდეს სამართალი და დაისაჯოს ცილისმწამებელი. გოლდბერგის განცხადებით, კრისმა მას დაუცველი სექსუალური კონტაქტის დროს გადასდო სენი, ჯერ კიდევ 2012 წელს.
ლოს ანჯელესის უზენაესი სასამართლოდან მოძიებული ინფორმაციით, კრისი არ უარყოფს გოლდბერგთან სექსუალურ კონტაქტს, მაგრამ ამტკიცებს რომ არასდროს ჰქონია ჰერპესი. ასაბუთებს, რომ როგორც სპორტსმენს, ისედაც ხშირად უწევს სამედიცინო შემოწებების გავლა და მით უმეტეს, ერთღამიანი ურთიერთობების მერე თავადვე იტარებს ხოლმე ტესტს.
სასამართლოს დასკვნა ჯერ არ გამოუტანია, მაგრამ კრისი ამ საჩივრით ცდილობს, კაილას ბრალდება უგულებელყოს და განაცხადს მართლაც დაურთო საბუთი, რომელიც მის სიმართლეს ადასტურებს.