სამარას “კრილია სოვეტოვის” მთავარმა მწვრთნელმა გაჯი გაჯიევმა რუსეთის პრემიერლიგის მე-3 ტურში, მახაჩყალის “ანჟისთან” გია გრიგალავას უთამაშებლობის მიზეზი განმარტა.
“გრიგალავა თავს არცთუ კარგად გრძნობდა. ამიტომ, არ ვათამაშე” – იუწყება გაჯიევის სიტყვებს რუსული პრესა.
განვლილი მატჩი 1:1 დასრულდა და ქართველი ფეხბურთელი მხოლოდ 18-კაციან განაცხადში ყოფნით შემოიფარგლა. სამაგიეროდ, სრულად ითამაშა კიდევ ერთმა მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა და ის მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.