ფეხბურთი

13:29 | 9.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

კრეიგ ბელამი მწვრთნელი გახდება

“კარდიფის” ვეტერანი ფორვარდი კრეიგ ბელამი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას გეგმავს. 34 წლის უელსელი ამისათვის უკვე სერიოზულად ემზადება.

“ბუცების ლურსმანზე დაკიდების შემდეგ, სხვა რა უნდა ვაკეთო? თავგადასავლები ახლა იწყება. 17-18 წლიდან პროფესიონალურ დონეზე ვთამაშობ და ფეხბურთი ძალიან მიყვარს. A კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია უკვე მაქვს, ახლა კი, პრო-ლიცენზიის ასაღებად ვემზადები. ამის შემდეგ ესპანეთს, არგენტინასა და სხვა ქვეყნებს მოვივლი, რათა სამწვრთნელო საქმიანობას მომზადებული შევხვდე”, - განუცხადა ბელამიმ Sky Sports-ს.

ცნობისათვის, პარასკევს, ბელამიმ უელსის ეროვნული ნაკრების მაისურით 75-ე მატჩი ჩაატარა.

 

0.11928