თამაშგარე

11:21 | 12.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

კრაუჩის ცოლი ნარკოტიკებს მიეძალა

 

ინგლისის ეროვნული ნაკრების ფორვარდის, პიტერ კრაუჩის მეუღლე ებიგეილ კლენსი, მიუხედავად ქმრის მრავალგზის მუქარის, თხოვნისა და გაფრთხილებისა, მაინც ვერადავერ გადაეჩვია კოკაინის ყნოსვას და ამ საშინელი ჩვეულების გამო, ეს უკვე მერამდენედ აღმოჩნდა საშინელ მდგომარეობაში. რამდენიმე თვის წინ, იტალიაში ჩასული კრაუჩის მეუღლე იქაურმა ჟურნალისტებმა მაშინ დააფიქსირეს, როდესაც ეს უკანასკნელი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო და მაგიდაზე ნახევრად შიშველი ცეკვავდა. მაშინ ცოლის ნაცვლად ახმახმა ინგლისელმა ფეხბურთელმა მოუხადა ბოდიში ინგლისის პურიტანულ საზოგადოებას. მაგრამ რად გინდა, როგორც ჩანს, ებიგეილ კლენსი თავისას მაინც ვერ იშლის...
მის კლეინსი ამჯერად ლონდონში, ერთ-ერთი თავისი დაქალის დაბადების დღის წვეულებიდან გამოსული ნახეს. მაგრამ ნახვაც არის და ნახვაც... ფეხბურთელის საშინლად გაბრუებული ცოლი სახლიდან სამ გოგონას თრევა-თრევით რის ვაი-ვაგლახით გამოჰყავდა და ებიგეილი თავის დაქალებს ისეთი პირით ლანძღავდა, ყურში რომ არ შეიშვება. აშკარაა, რომ ამ ქალს სერიოზულად სჭირდება მკურნალობა, რადგან პიტერ კრაუჩის სიტყვებს მისთვის ფასი ფაქტობრივად დაკარგული აქვს.
ამ კრაუჩმაც რა ქნას? ეს უკვე მერამდენედ გამოვიდა საზოგადოების წინაშე და მერამდენედ მოიხადა ბოდიში ცოლის გამო... მაგრამ, ამჯერად პირობა დადო, რომ თავის ცოლს აუცილებლად მიხედავს და თუკი მკურნალობაზე ვერ დაითანხმა, ძალის გამოყენებით ეცდება ნარკოტიკების “კლანჭებიდან“ მის გათავისუფლებას. როგორც ჩანს, პიტერს ცოლი მართლა ძალიან უყვარს, თორემ მის ადგილზე ასეთ ქალს არაერთი კაცი გაშორდებოდა.
 
0.140641