ფეხბურთი

17:08 | 19.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“კრასნოდარს” ამისულაშვილში 2,6 მილიონი გადაუხდია, მარცვალაძეში – 2,3 მილიონი

საფეხბურთო კლუბ “კრასნოდარის” სასელექციო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა სტანისლავ ლისენკომ “სოვეტსკი სპორტთან” ინტერვიუში, თავის დროზე რუსული კლუბის მიერ ალექსანდრე ამისულაშვილისა და ოთარ მარცვალაძის შეძენის დეტალები გაიხსენა.

-თქვენი პერიოდის ორი ყველაზე ძღვირადღირებული შენაძენი ამისულაშვილი და მარცვალაძე იყვნენ – მათ სანაცვლოდ შესაბამისად 2,6 მილიონი და 2,3 მილიონი ევრო გადაიხადეთ. ასეთი თანხის გადახდას რატომ დათანხმდით?

სტანისლავ ლისენკო: “გულღიად რომ ვთქვა, მარცვალაძის შეძენა სელექციის ნაწილი არ იყო. ის კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ლიმიტიდან გამომდინარე ავიყვანეთ. ჩვენ გვპირდებოდნენ, რომ მას რუსული პასპორტი ექნებოდა და ლეგიონერად აღარ ჩაითვლებოდა. გავრისკეთ და არ გაგვიმართლა. ამისულაშვილთან დაკავშირებით ისეთი სიტუაცია იყო, რომ სასწრაფოდ ცენტრალური მცველი გვჭირდებოდა. ალექსანდრე კარგი ფეხბურთელია, კარგი ადამიანია, მაგრამ მაშინ რა თქმა უნდა ღირებულებაზე მეტი თანხა გადავიხადეთ”.

აქვე გეტყვით, რომ “კრასნოდარმა” მარცვალაძე ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგადან” შეიძინა, ხოლო ამისულაშვილი –  თურქული “ქაისერიდან”. ამჟამად, მარცვალაძე რუსეთის პირველ დივიზიონში ვლადიკავკაზის “ალანიაში” თამაშობს, ამისულაშვილი კი – პრემიერლიგის სამარას “კრილია სოვეტოვში”.

 

0.121398