სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

16:38 | 31.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“კრასნოდარის” ბელარუსი კაპიტანი დემეტრაძის გზით წავიდა

“კრასნოდარის” ბელარუსმა კაპიტანმა, ამპლუით მცველმა ალექსანდრ მარტინოვიჩმა რუსეთის საფეხბურთო კავშირს სასამართლოში უჩივლა და რუსეთის პრემიერლიგაში ლეგიონერებზე ლიმიტის მოხსნა მოითხოვა.

სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინათ, მსგავსი საქმე უკრაინაში განიხილებოდა, როდესაც დონეცკის “მეტალურგის” თავდამსხმელმა გიორგი დემეტრაძემ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციასა და პროფესიონალურ საფეხბურთო ლიგას სასამართლოში უჩივლა. ქართველმა ფეხბურთელმა უსამართლოდ მიიჩნია გათამაშების რეგლამენტის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ლეგიონერებზე ლიმიტს აწესებდა და მათ შრომის უფლებას ზღუდავდა.

საბოლოოდ, კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დემეტრაძეს ჩივილის საფუძველი არ ჰქონდა. რუსულმა გამოცემა “სპორტ-ექსპრესმა” მარტინოვიჩისა და დემეტრაძის საქმეებს შორის დიდი მსგავსება დაინახა და კომენტარისთვის დმიტრი სელიუკს მიმართა, რომელიც მაშინ დონეცკის “მეტალურგის” ვიცეპრეზიდენტად მუშაობდა. ცნობილია, რომ სელიუკი დემეტრაძესთან მეგობრობს და მისი მენეჯერიც იყო. ქართველმა ფორვარდმა სასამართლოში სარჩელი სწორედ სელიუკის ინიციატივით შეიტანა.

- როგორც ვიცით, დემეტრაძის სარჩელთან გარკვეულწილად შეხება გქონდათ?

- მე ინიციატორი ვიყავი. როგორც იურიდიულად განსწავლულმა ადამიანმა, შემიძლია ცალსახად ვთქვა, რომ ასეთი საქმის მოგება შეიძლება. არაერთხელ მითქვამს, რომ დღესდღეობით რუსეთში ან უკრაინაში თუ ვინმე სარჩელს შეიტანს ადამიანის უფლების დარღვევის თაობაზე, მოიგებს. არცერთი კანონი არსებობს, რომელიც კრძალავს მოედანზე ამა თუ იმ ადამიანის ყოფნას, ვინც ოფიციალურად რუსეთის ან უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება. მაგალითად, ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც აფრიკელებს სარჩელი შვედეთის ან დანიის სასამრთლოებში შეჰქონდათ. ამჟამად, ისინი ამ ქვეყნებში ლეგიონერებად არ ითვლებიან.

- თუმცა, გიორგიმ საქმე წააგო. მან ვერ მიაღწია იმას, რაც სურდა...

- ყველაფერი მთლად ასე არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის მთელი “მანქანა”, რომელსაც სათავეში გრიგორი სურკისი ედგა, გვიპირისპირდებოდა, გიორგი საქმეს არ წააგებდა. სასამართლო პროცესი დაიწყო, მაგრამ “ნარინჯისფერი რევოლუციის” შემდეგ, სასამართლოები პოლიტიკური საქმეებით აივსო. “მეტალურგის” ხელმძღვანელობამ კი, თავისი მოღვაწეობის მიმართულება შეცვალა. მე კლუბის ვიცეპრეზიდენტის პოსტი დავტოვე და ბუნებრივია, გიორგიც ჩემთან ერთად წამოვიდა. არ შეიძლება ითქვას, რომ ვინმემ მოიგო ან წააგო. უბრალოდ, ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია გამძაფრებული იყო და “დემეტრაძის საქმე” გვერდზე გადადეს. როდესაც ჩვენ უკრაინული ფეხბურთიდან წავედით, ის საერთოდ არააქტუალური გახდა.

 

 

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.119321