სტამბულის “ფენერბახჩედან” ფრანგულ “ბასტიაში” იჯარით მოთამაშე ნახევარმცველ მილოშ კრასიჩს წინადადება ჩინეთიდან აქვს. თურქული მედიის ინფორმაციით, სერბის შეძენა “ჩანგჩუნ იატაის” სურს.
ამ კლუბის მთავარი მწვრთნელი კრასიჩის თანამემამულე დრაგომირ ოკუკაა, რომელიც გარემარბის ტრანსფერის ინიციატორი გახლავთ. 29 წლის ნახევარმცველი 5 მილიონ ევროდაა შეფასებული.
ცნობისათვის, საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, კრასიჩმა 17 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი მიითვალა.