ხორვატიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის თავკაცი ნიკო კოვაჩი საბოლოოდ ჩამოყალიბდა იმ 23-კაციან შემადგენლობაზე, რომელსაც ბრაზილიის მუნდიალზე იახლებს.
ინტერნეტპორტალ soccerway.com-ის ცნობით, კოვაჩის ნდობა შემდეგმა ფეხბურთელებმა დაიმსახურეს:
მეკარეები: სტიპე პლეტიკოსა (“როსტოვი”, რუსეთი), დანიელ სუბაშიჩი (“მონაკო”, საფრანგეთი), ოლივერ ზელენიკა (“ლოკომოტივი”, რუსეთი).
მცველები: დომაგოი ვიდა (“დინამო”, უკრაინა), დარიო სრნა (“შახტარი”, უკრაინა), ვედრან ჩორლუკა (“ლოკომოტივი”, რუსეთი), დეიან ლოვრენი (“საუთჰემტონი”, ინგლისი), გორდონ შილდენფელდი, დანიელ პრანიჩი (ორივე “პანათინაიკოსი”, საბერძნეთი), შიმე ვრსალკო (“ჯენოა”, იტალია).
ნახევარმცველები: ოგნენ ვუკიევიჩი (“დინამო”, უკრაინა), ივან პერიშიჩი (“ვოლფსბურგი”, გერმანია), ლუკა მოდრიჩი (“რეალი”, ესპანეთი), მატეო კოვაჩიჩი (“ინტერი”, იტალია), მარსელო ბროზოვიჩი (“დინამო” ზაგრები, ხორვატია), ივან მოჩინიჩი (“რიეკა”), სამირი (“ხეტაფე”, ესპანეთი).
თავდამსხმელები: ედუარდო (“შახტარი”, უკრაინა), მარიო მანჯუკიჩი (“ბაიერნი”, გერმანია), ივიჩა ოლიჩი (“ვოლფსბურგი”, გერმანია), ნიკიცა ელავიჩი (“ჰალ სიტი”, ინგლისი), ანტე რებიჩი (“ფიორენტინა”, იტალია).