დღეს საღამოს, ინგლისის პრემიერლიგის მე-19 ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართება. თავის “სტემფორდ ბრიჯზე” “ჩელსი” “ლივერპულს” უმასპინძლებს. მერსისაიდელთა ბრაზილიელი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო იმედოვნებს, რომ მისი გუნდი გაიმარჯვებს: “ბოლო დროს ”ჩელსი” ძალიან ყურადღებით თამაშობს დაცვაში და გატანა იოლი არ იქნება. მაგრამ ჩვენც საკმაოდ ძლიერი თავდასხმა გვყავს და ვიმედოვნებ, 3 ქულას მოვიპოვებთ, ამისათვის კი ჩვენი ძლიერი მხარეები სრულად უნდა წარმოვაჩინოთ,” – უთხრა კოუტინიომ The Guardian-ს.