ინგლისური “ლივერპულის” ტრავმირებული ნახევარმცველი ფელიპე კოუტინიო მოედანს შემდეგ კვირაში დაუბრუნდება. ამის შესახებ მერსისაიდელთა დამრიგებელმა ბრენდან როჯერსმა განუცხადა ბრიტანელ ჟურნალისტებს.
“ფელიპე უახლოეს ტურს გამოტოვებს, შემდეგ კი, ვფიქრობ, მწყობრში იქნება. აღდგენითი პროცესი კარგად მიმდინარეობს. კოუტინიომ გუნდთან ერთად ვარჯიში უკვე დაიწყო. ბრაზილიელი ფიზიკური ფორმის აღსადგენად ბევრს მუშაობს. კარგია, რომ მალე დაგვიბრუნდება. სადღეისოდ, სწორედ მისი სტილის ფეხბურთელი გვაკლია”, - განაცხადა როჯერსმა.
ცნობისათვის, 21 წლის ბრაზილიელი სექტემბერში დაშავდა და ოპერაციის გაკეთება მოუწია.