ფეხბურთი

17:29 | 18.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

კოუტინიო “ლივერპულს” ოქტომბრის ბოლომდე დააკლდება

ინგლისის “ლივერპულის” ნახევარმცველი ფელიპე კოუტინიო, რომელიც გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ითვლება, “მერსისადელებს” ოქტომბრის ბოლომდე ვერ დაეხმარება. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემები იუწყებიან.

პრემიერლიგაში “სუონსისთან” ფრედ (2:2) დასრულებულ მატჩში, 21 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი მეტოქის მცველ ეშლი უილიამსთან შეჯახების შემდეგ, ნაადრევად შეცვალეს.

“ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის ბრენდან როჯერსის თქმით, “სუონსისთან” დაპირისპირებაში გარდამტეხი მომენტი სწორედ კოუტინიოს მოედნიდან გასვლა აღმოჩნდა.

უახლოეს დღეებში ბრაზილიელს მხარზე ოპერაციას გაუკეთებენ, ხოლო რეაბილიტაციის პროცესი მომავალი თვის ბოლომდე გაგრძელდება.

0.116485