ფეხბურთი

11:04 | 13.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

კოტომ მინსკის "დინამოსთან" გააფორმა

თბილისის "დინამოდან" წასული კარლეს კოტო მინსკის "დინამოში" ჩაირიცხა. 25 წლის ესპანელი მარჯვენა ნახევარმცველი 10 დღის განმავლობაში ვარჯიშობდა ბელარუსულ კლუბში და საბოლოოდ, კონტრაქტიც გააფორმა: ერთწლიანი, შემდგომი გაგრძელების პერსპექტივით.

შეხსენებისთვის, კოტომ 2 სეზონი გაატარა თბილისურ კლუბში და ალბათ, უკეთ წარმოაჩენდა თავს, რომ არა ტრავმები. რაც შეეხება მინსკის "დინამოს", ეს გუნდი ჩემპიონატში 17 ტურის შემდეგ მე-4 ადგილზეა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირშიც თამაშობს.

0.115618