მადრიდის “ატლეტიკოს”, ლა ლიგის ბოლო ტურში “ბარსელონასთან” ფრედ თამაში და ჩემპიონობა ძვირად დაუჯდა. პირველივე ტაიმში ტრავმები მიიღეს დიეგო კოსტამ და არდა თურანმა.
მე-16 წუთზე, კოსტამ კუნთის ტრავმა გაიმიზეზა და მოედანი დატოვა. 7 წუთში, სათადარიგოთა სკამზე არდა თურანმაც გადაინაცვლა, რომელმაც ფაბრეგასთან შეჯახების შემდეგ ბარძაყის ტრავმა მიიღო.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია კოსტასა და თურანის ტრავმები, თუმცა 24 მაისს გასამართ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მათი თამაში საეჭვოა.