ფეხბურთი

21:54 | 2.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

კოსტამ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო

ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, დიეგო კოსტას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს.

საკლუბო სეზონის მიწურულს, კოსტას კუნთის ტრავმა ხშირად აწუხებდა. მისი მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლაც საეჭვო იყო, მაგრამ ვისენტე დელ ბოსკემ ბრაზილიური წარმომავლობის ფეხბურთელი განაცხადში მაინც შეიყვანა.

AS-ის ცნობით, კოსტამ გუნდთან ერთად, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ივარჯიშა. ივარაუდება, რომ ის მსოფლიოს ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

0.107033