ესპანეთის ნაკრების ბრაზილიელი თავდამსხმელი დიეგო კოსტა აცხადებს, რომ მისი მშობლიური ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლუის ფელიპე სკოლარის მისთვის ბრაზილიაში თამაში არასდროს შეუთავაზებია.
“სკოლარის ჩემთვის არასდროს დაურეკავს. ერთადერთი მწვრთნელი, რომელსაც ვესაუბრე ვისენტე დელ ბოსკეა. მან სადილზე დამპატიჟა და მითხრა, რომ ესპანეთის ნაკრებში მიწვევდა.
ბრაზილიელი ვარ, ამ მხრივ არაფერი იცვლება, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის ესპანეთთან ერთად მოგება მინდა.” – აცხადებს დიეგო კოსტა.