ფეხბურთი

16:17 | 30.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

კოსტა რიკის ნაკრებს ფორვარდი გამოაკლდა

კოსტა რიკის ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე ალვარო საბორიო დააკლდება.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, “რეალ სოლტ-ლეიკის” თავდამსხმელმა გუნდის ერთ-ერთ ვარჯიშზე ტერფის ძვალი მოიტეხა. ექიმების პროგნოზით, თავდამსხმელს მწყობრში დაბრუნებისთვის დაახლოებით 6 თვე დაჭირდება.

აღსანიშნავია, რომ საბორიო კოსტა-რიკის ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია -  93 მატჩში 32 გოლი.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე კოსტარიკელები ინგლისის, იტალიისა და ურუგვაის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან.

0.115327