კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციამ, რომელიც ფიფას წევრია, ნაკრებს ორი ამხანაგური მატჩი დაუგეგმა. 21 მაისს კოსოვოელები მიტროვიცეში თურქეთს დაუპირისპირდებიან, 25 მაისს კი ჟენევაში სენეგალის წინააღმდეგ ითამაშებენ.
კოსოვოს ნაკრებმა საერთაშორისო არენაზე გასვლის უფლება ფიფასგან ახლახან მიიღო და სადებიუტო მატჩი 5 მარტს ჩაატარა ასევე დებიუტანტ ჰაიტისთან. შეხვედრა 0:0 დასრულდა.