ლონდონის “არსენალის” ცენტრალური მცველის, ლორან კოსელნის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ მისი კლიენტით “ბარსელონა” და მიუნხენის “ბაიერნი” არიან დაინტერესებულნი.
“ვიცი, რომ ლორანი “ბარსელონასა” და “ბაიერნის” სასურველ ფეხბურთელთა სიაში შედის.” – ციტირებს სტეფან კურბისის სიტყვებს Eurosport-ი.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალური მცველის შეძენა “ბარსელონას” პრიორიტეტია. გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიელთა მთავარი სამიზნე პსჟ-ს უკანახაზელი ტიაგუ სილვაა, მაგრამ ტიტო ვილანოვა ლორან კოსელნის კანდიდატურასაც განიხილავს.