ფეხბურთი

21:29 | 4.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

კოსელნი წასვლით იმუქრება

ლონდონის “არსენალის” ფრანგი ცენტრალური მცველი ლორან კოსელნი აცხადებს, რომ თუ მისი გუნდი უახლოეს მომავალში ტიტულებისთვის ბრძოლას ვერ მოახერხებს, ის სათამაშო ადგილს შეიცვლის.

“ჩვენი გუნდი გამუდმებით ზეწოლის ქვეშაა. ჩემპიონთა ლიგაზე რომ ვერ მოვხვდეთ, ეს ფაქტი კატასტროფად შეირაცხება. ფსიქოლოგიურად, ჩვენი მდგომარეობა რთულია.

ძნელია, როდესაც წლიდან წლამდე უტიტულოდ თამაშობ. ტიტულების მოგება ყველას უნდა და გამონაკლისი არც მე ვარ. თუ “მეთოფეებთან” ერთად, უახლოეს მომავალში, ტიტულს ვერ მოვიგებ, კარიერას სხვაგან განვაგრძობ.

“არსენალში” ყველაფერი მაკმაყოფილებს, მაგრამ თუ სხვა გუნდებისთვის კონკურენციის გაწევის ამბიცია გვაქვს, ეს უნდა დავამტკიცოთ. ასეთ შემთხვევაში, მზად ვარ დავრჩე.

ვფიქრობ თუ არა “არსენალიდან” წასვლაზე? დასაწყისისთვის, უნდა ვნახო, რა შემოთავაზებები მექნება. ჩემი მიზანი უბრალოდ გუნდიდან წასვლა არაა. ძალების სხვა ჩემპიონატში მოსინჯვა ურიგო არ იქნებოდა.

პსჟ? ეს გუნდი არ დამკავშირებია.” – ციტირებს 27 წლის ფეხბურთელის სიტყვებს Eurosport-ი.

“არსენალმა” ტიტული ბოლოს 2005 წელს მოიგო. იმ დროს, კოსელნი “გენგამში” თამაშობდა.

კოსელნის “არსენალთან” კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს. აქამდე არსებული ინფორმაციით, მისი შეძენა “ბაიერნს” სურს.

0.115701