ფეხბურთი

14:06 | 25.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“კოპენჰაგენმა” ბენდტნერთან მოლაპარაკება უარყო

“კოპენჰაგენის” დირექტორმა ანდერს ჰორშოლტმა უარყო გავრცელებული ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ დანიური კლუბი ლონდონის “არსენალთან” თავდამსხმელ ნიკლას ბენდტნერის გადაბირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებს.

26 წლის დანიელს ინგლისურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტი გახდება. ცოტა ხნის წინ თავად ფეხბურთელმა კარიერის სამშობლოში გაგრძელების ვარიანტი არ გამორიცხა და ეს ხმებიც მას შემდეგ გაჩნდა.

მით უმეტეს, რომ უქმეებზე ბენდტნერი პირად საქმეებზე სამშობლოში იყო და “კოპენჰაგენისა” და “რანდერსის” თამაშს დაესწრო (1:1). სწორედ ამის შემდეგ ივარაუდეს ჟურნალისტებმა, რომ ის მშობლიურ კლუბთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

“ის მშობლიურ ქალაქში ჩამოვიდა და ჩვენთანაც შემოიარა, რადგან “კოპენჰაგენი” მისი ბავშვობის კლუბია. მას მხოლოდ თამაშის ხილვა სურდა და სამწუხაროდ, ის გამარჯვებით ვერ გავახარეთ” - განუცხადა Sky Sports-ს ჰორშოლტმა.

0.115371