კატალონიის “ბარსელონაში” ნეიმარის გადასვლის შემდეგ, ლიონელ მესი კონტრაქტის პირობების შეცვლაზე დაფიქრდა. ამის შესახებ Football Espana იუწყება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, არგენტინელი უკმაყოფილოა იმით, რომ ნეიმარი გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. მომდევნო კვირაში, მესის მამა “ბარსას” პრეზიდენტ სანდრო როსელს შეხვდება და თავისი შვილის ხელფასის შესახებ გაესაუბრება.
ცნობისათვის, მესის კატალონიელებთან კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს.