ფეხბურთი

14:40 | 15.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

კონტეს ტურინული პერსპექტივა ამ დღეებში გაირკვევა

“იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ტურინული კლუბის ხელმძღვანელობასთან აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს და როგორც იტალიური სპორტული გამოცემები იუწყებიან, გამორიცხული არაა, საქმე ურთიერთთანამშრომლობის გაწყვეტაზე მიდგეს. სპეციალისტი უახლოესი 48 საათის განმავლობაში კიდევ ერთხელ შეხვდება “იუვეს” პრეზიდენტ ანდრეა ანიელისა და გენერალურ დირექტორ ბეპე მაროტას და სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდება მათი მომავალი თანამშრომლობის საკითხი.

წინასწარი ინფორმაციით, მწვრთნელისა და კლუბის თავკაცების მთავარი სასაუბრო თემა “იუვენტუსის” უახლოესი სტრატეგია იქნება, უფრო კონკრეტულად - ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე განსახორციელებელი ტრანსფერები. ჯერჯერობით არავინ აკონკრეტებს, რომელმა დეტალებმა შეიძლება განაპირობონ კონტრაქტის გაწყვეტის საკითხის წამოწევა.

 

 

 

 

 

0.127338