შესაძლოა, სეზონის დასრულების შემდეგ, ტურინის “იუვენტუსის” თავკაცი ანტონიო კონტე “მონაკოს” ჩაუდგეს სათავეში. ამის შესახებ Football Italia იუწყება.
აპენინურ მედიასაშუალებებში კონტეს სავარაუდო შემცვლელებზე უკვე საუბრობენ. იტალიელი კოლეგების ვარაუდით, ზაფხულში, “ბებერ სინიორას” ჩეზარე პრანდელი ჩაიბარებს.
თავის მხრივ, თავად კონტე სამომავლო გეგმებზე კომენტარს არ აკეთებს და სეზონის ბოლომდე დუმილს არჩევს.