ფეხბურთი

12:41 | 10.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კონტემ ნორვეგიული ნავსი გატეხა

ევრო-2016-ის შესარჩევი ციკლის სტარტზე ნორვეგიის ეროვნულ გუნდთან სტუმრად გამარჯვების (2:0) შემდეგ, იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ აღნიშნა, რომ სკანდინავებთან სამი ქულის აღება იოლი არ იყო.

“ეს მნიშვნელოვანი მატჩი იყო და რა თქმა უნდა, რთული, რადგან ნორვეგიაში რამდენიმე ათეული წელია არ მოგვიგია. ასეთი შეხვედრები ყოველთვის რთულია. ყველამ ნახა ჩვენს მიერ შექმნილი საგოლე მომენტები და გატანილი ბურთები. ბიჭების თავდადებით კმაყოფილი ვარ. ისინი სამუშაოდ მზად არიან. მოედანზე 7 მოთამაშე იყო, რომლებსაც ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშიათ. გუნდის ბევრი ფეხბურთელის ასაკი 23, ან 24 წელია. ყოველთვის ის ითამაშებს, ვინც იმსახურებს”, – თქვა კონტემ Rai Sport-თან საუბარში.

0.141219