ფეხბურთი

23:33 | 15.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

კონტემ ბენიტესს მოუბოდიშა

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ “ნაპოლის” დამრიგებელს, რაფაელ ბენიტესს ცოტა ხნის წინათ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოუხადა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ “იუვენტუსი” ევროპის ლიგაზე “ბენფიკას” შეხვდებოდა, ესპანელმა სპეციალისტმა იტალიელ კოლეგას პორტუგალიურ გუნდზე ინფორმაციის მიწოდება და ასე დახმარება შესთავაზა. კონტემ კი განაცხადა, რომ მას არ სჭირდება იმ მწვრთნელისგან დახმარება, რომლის გუნდიც ევროპის ლიგიდან “პორტუმ” გამოაგდო.

“ბენიტესის მიმართ გამოთქმულ სიტყვებს ვნანობ. როგორც ჩანს, ჟურნალისტებმა ჩემი სიტყვები არასწორად გაიგეს.

ვწუხვარ, რადგან მგონია, რომ ბენიტესმა დახმარება სერიოზულად შემომთავაზა. სამწუხაროდ, გაზეთებმა ჩემი პასუხის არასწორი ინტერპრეტაცია გაავრცელეს.

მიმაჩნია, რომ ბენიტესი გულწრფელი იყო. ეს მისი მხრიდან სერიოზული შემოთავაზება იყო. თუმცა, მისი პირველად წაკითხვის შემდეგ, ასე არ მომეჩვენა. ამის გამო, ბოდიშს ვიხდი,” – ციტირებს კონტეს სიტყვებს Rai Sport-ი.

0.122135