ფეხბურთი

16:38 | 1.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

კონტე წელიწადში 5 მილიონს ითხოვს

 

ტურინის “იუვენტუსის” მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს ხელფასის გაზრდა სურს.

იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport - ის ინფორმაციით, 43 წლის სპეციალისტი უახლოეს ხანში ტურინული კლუბის ხელმძღვანელობასთან ახალი კონტრაქტის თაობაზე დაილაპარაკებს. კონტე წელიწადში ხელფასის სახით 5 მილიონ ევროს ითხოვს. ამჟამად მისი ანაზღაურება 2 მილიონია.

კონტე “იუვენტუსს” 2011 წლიდან წვრთნის და პირველივე სეზონში გუნდის იტალიის ჩემპიონობამდე მიიყვანა. აქვე გეტყვით, რომ ტურინელებს მორიგი ოქროს მედლების მოპოვება სერია A-ს უკვე მომდევნო ტურში შეუძლიათ.

 


 


0.121647