“იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, სერია A-ში დიდი უპირატესობის მოპოვების მიუხედავად, კვლავ აცხადებს, რომ მისი გუნდისთვის პრიორიტეტი იტალიის ჩემპიონატია, ხოლო ევროპის ლიგა მეორეხარისხოვანი ტურნირია.
“ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენი პრიორიტეტი სკუდეტოა. გვინდა, თასი თავს ზემოთ ზედიზედ მესამედ აღვმართოთ.
რა თქმა უნდა, ევროპის ლიგაზე უარს არავინ იტყვის. გვინდა, ამ ტურნირზე, რაც შეიძლება შორს წავიდეთ, მაგრამ ჩვენი უმთავრესი მიზანი მაინც იტალიის ჩემპიონატის მოგებაა.
პირველი თამაშის შემდეგ, “ფიორენტინას” უპირატესობა აქვს, მაგრამ შევეცდებით ორრაუნდიანი დაპირისპირება ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ.” – ციტირებს კონტეს სიტყვებს Goal-ი.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის 1/8-ფინალი პირველ მატჩში “იუვენტუსმა” და “ფიორენტინამ” 1:1 ითამაშეს. განმეორებითი შეხვედრა ხუთშაბათს, ფლორენციაში გაიმართება.