ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ "სასუოლოსთან" სტუმრად (3:1) მოგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ გუნდს სკუდეტოს აღნიშვნა ჯერ ნაადრევია.
"რა თქმა უნდა, წინ დიდი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ ამის გამო წვეულება არ უნდა გავმართოთ. მართალია "რომას" 8 ქულით ვუსწრებთ, მაგრამ სკუდეტო ჯერ არ მოგვიგია. დარჩენილ მატჩებში მძიმე ბრძოლების გადატანა მოგვიწევს, როგორც ჩემპიონატში ასევე ევროპის ლიგაზე. "რომა" განსაკუთრებული ენთუზიაზმით თამაშობს და მოდუნების საშუალება არ გვაქვს", _ განუცხადა SKy Sport Italia-ს იტალიელმა სპეციალისტმა.
ანტონიო კონტემ ევროტურნირების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
"თუ ევროპის ლიგას ვერ მოვიგებთ ხალხი კვლავ იტყვის, რომ ჩვენ ევროპული ტურნირებისთვის მზად არ ვართ. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. "ბენფიკა" ძლიერი გუნდია, თუმცა ჩვენ ფინალში თამაში გვსურს".
შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსი" "რომას" რვა ქულით უსწრებს, იტალიის ჩემპიონატში კი სამი ტურია დარჩენილი.
გიორგი ბალახაძე