ფეხბურთი

17:50 | 13.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კონტე მინოთი დაინტერესდა

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე "ტორინოს" არგენტინელი ახალწვეულით ხუან სანჩეს მინოთი დაინტერესდა და შესაძლოა, ის იტალიის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახოს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, კონტე ტურინული კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა და ფეხბურთელის "სკუადრა აძურას" შემადგენლობაში გამოძახების სურვილი დაუდასტურა.

მინო ამპლუით მარცხენა ნახევარმცველია და როგორც არგენტინის, ასევე იტალიის მოქალაქეობა აქვს. აქედან გამომდინარე, 24 წლის ფეხბურთელი იტალიის ნაკრებში თამაშს უპრობლემოდ შეძლებს. აღსანიშნავია, რომ მინოს არგენტინის არცერთ ასაკობრივ ნაკრებში არ უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ მინო "ტორინომ" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "ბოკა ხუნიორსიდან" 3.2 მილიონ ევროს სანაცვლოდ იყიდა და ფეხბურთელს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

გიორგი ბალახაძე

0.105848