ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე “ნაპოლის” დამრიგებელთან, ვალტერ მაცარისთან მის ურთიერთობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ გუნდებს შორის გამართული ბოლო თამაშის დროს, ისინი ერთმანეთს არც მისალმებიან.
“მქონდა თუ არა კონფლიქტი ვალტერ მაცარისთან ნეაპოლელებთან დაპირისპირების დროს? არა, მასთან არ მისაუბრია. ერთმანეთისთვის ხელიც არ ჩამოგვირთმევია. ის თავის სკამზე იჯდა, მე ჩემსაზე. ვფიქრობ, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.” – აცხადებს კონტე, რომელიც მისი გუნდის საჩემპიონო მომავალზეც საუბრობს – “არა მგონია, “ნაპოლისთან” ნათამაშებმა ფრემ საჩემპიონო ბრძოლაზე გავლენა იქონიოს. დიახ, ეს მნიშვნელოვანი თამაში იყო, მაგრამ წინ “ინტერთან”, “მილანთან” და “ლაციოსთან” დაპირისპირებები გველის.” – ციტირებს კონტეს სიტყვებს Fოოტბალლ Iტალია.
შეგახსენებეთ, რომ სერია A-ს 27-ე ტურის მატჩში, “ნაპოლიმ” და “იუვენტუსმა” 1:1 ითამაშეს, რის შემდეგაც, ტურინელებმა 6-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნეს.