ფეხბურთი

17:51 | 20.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კონტე ლეგიონერებზე ლიმიტის დაწესების მომხრეა

"სკუადრა აძურას" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე იტალიის ჩემპიონატში ლეგიონერებზე ლიმიტის დაწესების მომხრეა. 45 წლის სპეციალისტის განცხადებით, 23-წლამდე უცხოელ ფეხბურთელებზე შეზღუდვა იტალიის ეროვნულ ნაკრებს წაადგება.

"ლიმიტი უცხოელ ფეხბურთელებზე? ვფიქრობ, ეს აუცილებელია, რადგან ზოგიერთ კლუბში უცხოელი ფეხბურთელი ძალიან მომრავლებულია. სხვა ქვეყნებიც მუშაობენ ამ კუთხით. ექსპერიმენტების ჩატარება შეიძლება, მაგრამ მხოლოდ 23-წლამდე ფეხბურთელებზე უნდა დავაწესოთ ლიმიტი, რადგან იტალიელ ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავიანთ კლუბებში მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეთ. მაგალითად, სიმონე ძაძა "სასუოლოში" თამაშობს, იმიტომ რომ დიდ კლუბში თამაშის ნაკლები შანსი ექნებოდა," - განაცხადა იტალიის ეროვნული ნაკრების თავკაცმა.

გიორგი ბალახაძე

0.131474