ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე, ოთხშაბათს, კლუბის პრეზიდენტს ანდრეა ანიელის, დირექტორებს ჯუზეპე მაროტას, ფაბიო პარატიჩისა და პაველ ნედვედს შეხვდა.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ისინი სამი საათის მანძილზე კლუბის მომავალზე მსჯელობდნენ და შეთანხმდნენ, რომ კონტე გუნდში დარჩება. უახლოს ხანში, 43 წლის იტალიელი სპეციალისტი კლუბთან კონტრაქტს 2016 წლამდე გააფორმებს და წელიწადში ხელფასის სახით ხუთ მილიონ ევროს მიიღებს.
გარდა ამისა, კონტემ “იუვენტუსის” მესვეურთ თავისი პირობები წაუყება და ზაფხულში 7-8 ფეხბურთელის შეძენა სურს. აქედან ორი აუცილებლად მაღალი დონის ფორვარდი უნდა იყოს. ამასთანავე, მწვრთნელმა კლუბის თავკაცებს მოთხოვა, რომ ზაფხულში არტურ ვიდალი და პოლ პოგბა არავითარ შემთხვევაში არ გაყიდონ.