ფეხბურთი

13:52 | 26.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: “გამიმართლა, რომ ასეთი ბიჭები მყავს”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ, იტალიის ჩემპიონატის მე-5 ტურში “კიევოსთან” მოპოვებული საბრძოლო გამარჯვების შემდეგ, თავისი ფეხბურთელების მისამართით ქება არ დაიშურა. შეგახსენებთ, თამაში გუშინ გაიმართა და “ბებერმა ქალბატონმა”, წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში სათავისოდ შეატრიალა.

“უმძიმეს ბრძოლაში მოვიგეთ და ძალიან გახარებული ვარ. შესვენებაზე ბიჭებს რამდენიმე ტაქტიკურ მომენტზე ვესაუბრე და... გამიმართლა, რომ ასეთი შეგირდები მყავს. ჩემი მითითებები ზუსტად შეასრულეს”, – უთხრა კონტემ ერთ-ერთ იტალიურ გამოცემას.

0.120639