ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში “კოპენჰაგენთან” სტუმრად ნათამაშები ფრით (1:1) იმედგაცრუებულია. იტალიელმა სპეციალისტმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ დანიური კლუბისგან ასეთ კარგ თამაშს არ ელოდა.
“უფრო ცუდი გრძნობაა, ვიდრე შარშან, “ნორშელანდთან” თამაშის დასრულების შემდეგ იყო. მაშინაც 1:1 ვითამაშეთ, მაგრამ ამჯერად გამარჯვებას გაცილებით მეტად ვიმსახურებდით. თავისუფლად შეგვეძლო 5:1 ან 6:1 მოგვეგო, მაგრამ მოწინააღმდეგე გუნდის მეკარის საოცარმა თამაშმა ქულას დაგვაჯერა. “კოპენჰაგენმა” პირველ ტაიმში ისე გამართული ფეხბურთი ითამაშა, გაოცებული დავრჩი. ამას მასპინძელთა მონდომებაც დაემატა და, შედეგად ჯგუფში მდგომარეობა გავირთულეთ” – განაცხადა ანტონიო კონტემ.