ფეხბურთი

11:49 | 24.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

კომპანიმ რუსებს შეუტია

ინგლისის “მანჩესტერ სიტის” ბელგიელმა მცველმა ვენსან კომპანიმ საფეხბურთო სამყაროს და რუსეთის მთავრობას რასიზმის გამოვლინებაზე ადეკვატური რეაქციით პასუხის გაცემისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში, რომელშიც “მანჩესტერ სიტიმ” ცსკა მოსკოვში 2:1 დაამარცხა, რუსი გულშემატკივრების მხრიდან მთელი თამაშის განმავლობაში რასისტული შეძახილები ისმოდა.

“მოსკოვში კვლავ რასისტული შეძახილები ისმის. ამის შესახენ უკვე ძალიან ბევრი ითქვა. უეფას, რუსეთის მთავრობას და ცსკა-ს მინდა ვუთხრა - თქვენ ხომ მთელი მსოფლიო გიყურებთ?! შეაჩერეთ რასიზმი!” - დაწერა თავის თვითერზე 27 წლის ბელგიელმა.

“სიტის” ხელმძღვანელობა რუსი გულშემატკივრების მხრიდან გამოვლენილი რასიზმის გამო უეფაში ოფიციალური სარჩელის შეტანას გეგმავს.

0.118995